გაიცანით ტალავერის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები, რომელთაც გოგებაშვილის მოთხრობა საკუთარი ხელით შექმნილი ლუსტრაციებით გვიამბეს
23-06-2025

არიფ ალიევის სახელობის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ტალავერის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სახელმწიფო ენის სწავლება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ.

ამის დასტურია მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტი, რომლებიც თვალნათლივ წარმოაჩენს მათ ცოდნას.

ამჯერად წარმოგიდგენთ მე-4 „ბ“ კლასის მოსწავლეების ნური და ფატიმა ბუდაგოვების მიერ შესრულებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა საკუთრი ხელით შესრულებული ილუსტრაციების დახმარებით, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „ვანო და ჩიტი“ - გმირები გააცოცხლეს. 

ბავშვებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რას გვასწავლის მოთხრობა, პროექტი კი ნასწავლის განმტკიცებაში, უკეთ გადააზრებაში დაეხმარათ. 

იხილეთ ვიდეო

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...