ლასურიაშის საჯარო სკოლამ „ქალაქური სიმღერების პოპურის აკადემიური შესრულების“ ნომინაციაში გაიმარჯვა
23-06-2025

ცაგერის კულტურის ცენტრში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „იმღერე რამე, თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი" გაიმართა.

ღონისძიება ცაგერის სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით შედგა (პროექტის ავტორი ლელა ლომთაძე).

მუნიციპალიტეტის 15 სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მუსიკალური, ქორეოგრაფიული ნომრები და ლიტერატურული კომპოზიციები წარმოადგინეს.

ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, მუსიკოსი საბა საფარელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი სილაგაძე, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ლასურიაშის საჯარო სკოლამ, რომლის წარმომადგენლებმაც „ქალაქური სიმღერების პოპურის აკადემიური შესრულების“ ნომინაციაში გაიმარჯვეს და სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...