
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ასევე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება.
რა თქმა უნდა, მოსწავლეები ხალისით შეუერთდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ზღაპრის კვირეულს.
კვირეულის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლამ ინგლისურ ენაზე წარმოადგინა ზღაპარი - „ფიფქია და შვიდი ჯუჯა”.
ინგლისურენოვან სპექტაკლში მონაწილეობდნენ მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები.
პროექტის ორგანიზატორები იყვნენ ინგლისური ენის პედაგოგები - ნათია როყუა და მზია ხუჭუა.
სპექტაკლს ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოება და მიწვეული სტუმრები.
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე ზღაპრული სანახაობით წარდგნენ. მოსწავლეებმა სტუმრების მაღალი შეფასება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: