ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში მე-4 კლასის დამრიგებლის, თამარ ხომერიკის ინიციატივითა და ორგანიზებით მოსწავლეებ,ა 2024-2025 სასწავლო წლის დასრულება აღინიშნა.
„ოთხი ბედნიერი წელი“ - ამ სახელწოდებით გამართულ ღონისძიებას ზემო ნატანების საჯარო სკოლის პერსონალი, ადმინისტრაცია, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ, რომლებიც მოსწავლეთა მიერ გამოვლენილი შემოქმედებითი უნარებით მოხიბლულნი დარჩნენ.
ღონისძიების ფარგლებში წარმოადგინეს მრავალფეროვანი სანახაობა. შეასრულეს სიმღერები, საცეკვაო ნომრები... გამოავლინეს ნიჭი და უნარები რომელიც დამრიგებლის დაუღალავი შრომიტა და მონდომებიტ ამ ოთხი წლის განმავლობაში შეიძინეს და განავითარეს. აღსანიშნავია, რომ აქტივობის ბოლოს მოსწავლეებმა მადლობა გააუხადეს თამარ ხომერიკს.
იხილეთ ვიდეო და ღონისძიების ამსახველი ფოტოები: