ალერტკარის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგთა მონაწილეობით შთამბეჭდავი შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
23-06-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი ლამაზი და შთამბეჭდავი შემაჯამებელი ღონისძიებით დაასრულეს.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, ქართული და უცხოური ცეკვები, გააცოცხლეს მოთხრობის გმირები, წარმოადგინეს მხატვრული კოოპოზიცია სამშობლოზე. ალერტკარის საბავშვო ბაღის სასკოლო ასაკის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს ლამაზი საცეკვაო ნომერი. ბავშვებმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიება კლასის დამრიგებლის ლალი ბარქაიას ინიციატივით გაიმართა, ასევე სხვადსხვა სასცენო ნომრების ორგანიზებსა და დადგმაში აქტიური მონაიწლოება მიიღეს მუსიკის მასწავლებელმა თინათინ ლაგვილავამ და ცეკვის პედაგოგმა ნია ადონია. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიებაში ჩართულ ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს. კარგ დასვენებას უსურვებს მათ და კიდევ უფრო ნაყოფიერ მომავალ სასწავლო წელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...