ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა გიგი შუკვანმა და მურმან ძიგუამ მონაწილეობა მიიღეს Teachers Community Georgia -ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „მომავლის თაობა მდგრადი განვითარებისთვის“.
მოსწავლეებს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები იზოლდა ხვიჩავა, მზია ქარდავა. სწორედ მათი დაახმარებით ახალგაზრდებმა წარადგინეს პრეზენტაცია მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში ჩხორიის სკოლაში განხორციელებული საინტერესო პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ.
მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის Teachers Community Georgia -მ, ჩხორიის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დააჯილდოვა სერთიფიკატებით.
როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ინიციატივებში მონაწილეობას და საკუთარ წვლილს შეიტანენ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.