თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს, შემეცნებით კონფერენციაში, რომლის ფარგლებშიც შექმნეს პროექტი - „სათამაშო მოედანი“
23-06-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები დაწყებითი კლასებიდანვე აჩვევენ მოსწავლეებს სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობას და ცდილობენ მრავალფეროვანი აქტივობებით განუვითარონ მოსწავლეებს უნარები, რომლებიც მათ სამომავლოდ, წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად თბილისის N28 სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ გიული ხარხელის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „მომავლის საქართველო 2025“.

„თბილისში გაიმართა მომავალი საქართველო/ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის STEAM კონფერენცია I2Q. პროექტის ფარგლებში ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლებმა შექმნეს „სათამაშო მოედანი“.  მოსწავლეებმა დიდი, შემოქმედებითად დატვირთული გზა გაიარეს. განვათავსეთ GEM-ზე:

(1) დიზაინის გეგმა - PDF ფორმატში;

(2) მაკეტი - ყველა ფოტო და აღწერა გაერთიანებული ერთ PDF ფაილში;

(3) ესე - ერთიანი PDF ფაილი;

(4) ვიდეო - ერთიანი MP4 ფაილი.

ბავშვებს სურვილი აქვთ ასეთი დიზაინის გასართობი სივრცე დასახლებაში ჰქონდეთ. 

პროექტი მოსწავლეებს დაეხმარა შემდეგი უნარების განვითარებაში: შემოქმედებითი აზროვნება; პრაქტიკული უნარები; ეკოლოგიური ცნობიერება; თანამშრომლობა; პრეზენტაციის უნარები. პასუხისმგებლობის, ინოვაციური აზროვნების და გუნდური მუშაობის უნარები.“

პროექტის ხელმძღვანელი, გიული ხარხელი მადლობას უხდის ყველას, ვინ მას და მის მოსწავლეებს მხარში ედა და გულშემატკივრობდა: განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო ყველას, ვინც მხარში დაგვიდგა და შეგვაძლებინა, რომ წარგვედგინა ჩვენი პროექტი – „იდეალური სათამაშო მოედანი“ STEAM რეგიონალურ კონკურსზე“. მადლობა ჩვენი სკოლის თითოეულ თანამშრომელსა და მოსწავლეს, ვინც გულით გვიგულშემატკივრეთ. თქვენი, შრომა და ენთუზიაზმი გახდა ჩვენი წარმატების საფუძველი. ამ გამოცდილებამ გვიჩვენა, რა ძალა აქვს გუნდურობას, შემოქმედებას და ნდობას“.

იხილეთ ვიდეო:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...