ალასტანის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილა
23-06-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელების გასაცილებლად დამამთავრებელი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობებით ბოლო ღონისძიება ჩაატარეს სკოლაში და საყვარელ მასწავლებლებსა და პატარა მეგობრებს სამახსოვრო აქტივობებით და საზეიმო განწყობით დაემშვიდობნენ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით წარსდგა პედაგოგი ელლადა ჰოველიანი, რომელმაც კურსდამთავრებულებს წარმატებული მომავალი უსურვა:

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გისურვებთ მშვიდობიან, უღრუბლო ზეცას, ძლიერ ჯანმრთელობას და ერთგული მიზნების ასრულებას.

თან წაიღეთ ჩვენი გონების სინათლე - ნება მიეცით მას, მუდმივად გაგყვეთ და გაგინათოთ თქვენი ცხოვრების ახალი გზა. ცხოვრება გიხმობთ... მშვიდობიანი გზა ყველას.“

მოწვეულ სტუმრებსა და პედაგოგებთან ერთად კურსდამთავრებულებისთვის ეს დღე განსაკუთრებული მადლიერებითა და სითბოთი იყო სავსე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...