ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც ანბანის დასრულება აღნიშნეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სახალისო და განსხვავებული სასცენო ნომრებით წარდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე.
აქტივობის ბოლოს კლასის პედაგოგმა, ტირუი მელიკიანმა, პატარებს თბილი სიტყვებით მიმართა: „გილოცავთ ანბანის დამთავრებას. გისურვებთ, თქვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი წიგნები იყოს, გულში კი – წიგნების კითხვის სიყვარული. ყველა თქვენი ახალი წამოწყება წარმატებით დასრულდეს.“
ღონისძიება მოსწავლეებისთვის სიხარულით და შთაბეჭდილებებით სავსე დღე აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: