ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასასრულს ბილინგვური სწავლების სპეციალისტმა, ასევე ქართული ენის მასწავლებელმა მოვლუდ მეხრაბოვმა განახორციელა პროექტი „თბილისური ეზო“.
პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის დირექცია, დირექტორი გიას ბადალოვი, მოადგილე ილიაზ ორუჩოვი და მასწავლებლებიდან ქიარამ ბადალოვი, მაია რეხვიაშვილი.
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის მიზანია მოსწავლეებმა „თბილისური ეზოს“ მაგალითზე გააცნობიერონ ქვეყნის მრავალფეროვანება და გაიაზრონ ტოლერანტობის მნიშვნელობა.
„გააცნობიერონ, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება მდიდარია ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით, გაიაზრონ, რომ საუკუნეების განმავლობაში განსხვავებული რელიგიური, ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები მკვიდრობენ ქვეყანაში და მშვიდობიანად ახერხებენ თანაცხოვრებას. ასევე, შეიძინონ ადამიანის უფლებების, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების პატივისცემა, განივითარონ შემოქმედებითი აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევები“, - აღნიშნულია პროექტის აღწერაში.
აქტივობა საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რომლებიც დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი პროექტში. აღსანისნავია ისიც რომ დირექციის ინიციატივით პროექტის დასასრულს თბილისში შემეცნებითი- გასართობი გასვლითი აქტივობა მოეწყო და მოსწავლეებმა დედაქქლაის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
იხილეთ ვიდეო: