ახალაბასთუმნის საჯარო სკოლამ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა
23-06-2025

საგანმანათლებლო ოლიმპიადა „Reading is a discount ticket to everywhere“, რომელიც ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სივრცეში გაიმართა, მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი გამოცდილება იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა გულუა და  ოდიშის N1 საჯარო სკოლი სპედაგოგი სოფიო ციმინტია და მოსწავლეები.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით,  ოლიმპიადის მიზანი - ინგლისური ენის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი აზროვნების წახალისება ეფექტურად განხორციელდა.

ღონისძიებაში მონაწილეებმა წარმოაჩინეს მაღალი მოტივაცია, დამოუკიდებელი აზროვნება და კითხვის სიყვარული. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთა პრეზენტაციები, რომლებშიც ნათლად გამოიკვეთა მათ მიერ წაკითხული ნაწარმოებების ღრმა გააზრება და შემოქმედებითი ინტერპრეტაცია. დისკუსიები, სახალისო აქტივობები რომელშიც დამსწრე საზოგადოებაც იყო ჩართული. ოლიმპიადა წარმოდგენილი იყო ინგლისურ ენაზე.

აღსანიშნავია პროექტის ორგანიზატორის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგის ნანა გულუას პროფესიონალიზმი და მოსწავლეთა აქტიური მხარდაჭერა, რაც დამატებით ფასეულობას ანიჭებდა ოლიმპიადის მსვლელობას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...