თივის საჯარო სკოლის პედაგოგები მუნიციპალურ კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ
20-06-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ, ამ მიზნით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში, აზიარებენ ცოდნას და იზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას. 

10-11 ივნისს, ყვარელში გაიმართა მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენცია, სადაც თივის საჯარო სკოლა ღირსეულად წარადგინეს პედაგოგებმა. კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა თივის საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელმაც ისაუბრა კათედრების ეფექტური მუშაობის მნიშვნელობაზე.

კონფერენციაში მონაწილეობდა პედაგოგი ნანა ლუხოშვილიც, რომელმაც წარმოადგინა სპორტისა და ესთეტიკის კათედრების წევრებს შორის, ასევე სხვა კათედრებთან - კერძოდ, ქართული ენისა და ლიტერატურისა და საბუნებისმეტყველო კათედრებთან - თანამშრომლობით განხორციელებული სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ ხელი შეუწყო სკოლის მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობის გაღრმავებას და კათედრების საერთო მიზნების უკეთ განხორციელებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...