სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის მიწურულს არაერთი ექსკურსია მოეწყო.
მათ შორის, IX კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მაშა თოფურიას ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმს სტუმრობდნენ.
როგორც სკოლაში გვეუნებიან, ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის, ბათუმის მონახულება და მისი ღირსშესანიშნავი ადგილების გაცნობა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, სადაც მოინახულეს წმინდა მოციქულ მათატას საფლავი, რომელიც ერთ-ერთია იესოს მოწაფეთაგან.
მოილოცეს სარფის წმ.ანდრია პირველწოდებულის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, რომელიც წარმოადგენს მშვიდობისა და ერთობის სიმბოლოს. ეწვივნენ მახუნცეთის ჩანჩქერსა და ბათუმის ზღვისპირა ბულვარს. დაათვალიერეს ძველი რომაული აბანოები და იხილეს ექსპოზიცია ღია ცის ქვეშ, არქეოლოგიური ნაშთები და წარსულის ნივთები, რომელიც აქვეა გამოფენილი.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად შთამბეჭდავი და სასწავლო- შემეცნებითი აღმოჩნდა.
„მერცხრეკლასელთა ექსკურსია მრავალფეროვანი სანახაობებით მოსწავლეთათვის ძალზე საინტერესო იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: