დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგმა ნანა ტარტარაშვილმა საინტერესო და თემატურად დატვირთული აქტივობები განახორციელა ქართული სექტორის მე-5 და მე-11 კლასებში.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე მოამზადეს პრეზენტაციები თემაზე „მზის სისტემის პლანეტები“, რაც მათი ლექსიკისა და საჯარო გამოსვლის უნარების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა კი ისაუბრეს მეტად მნიშვნელოვან სოციალურ საკითხზე - „ნაადრევი ქორწინება“. მათ წარადგინეს ინფორმაციულად და ემოციურად დატვირთული პრეზენტაციები, რომელთა მეშვეობით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აღნიშნული პრობლემის გააზრების აუცილებლობას.
აღსანიშნავია, რომ აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენების განვითარებას.
იხილეთ ფოტოები: