დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა.
სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. კურსდამთავრებულებმა გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, სასკოლო ცხოვრების საუკეთესო ეპიზოდები კი გააცოცხლეს. დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა.
დირექტორმა და პედაგოგებმა კი მე-12 კლასელები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს, გზა დაულოცეს, და აღნიშნეს, რომ მათ დიდი მხარდაჭერებად და გულშემატკივრებად რჩებიან.
იხილეთ ვიდეო