თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი შესანიშნავი თაობა დააფრთიანა და ცხოვრების დიდი ასპარეზისკენ იმედიანად გააცილა.
კურსდამთავრებულებისთვის სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მე-12 კლასელები სკოლაში ტრადიციულად თეთრი პერანგებით გამოცხადდნენ და სურვილები გაცვალეს. გაიმართა გამოსამშვიდობებელი საღამო. კურსდამთავრებულებმა გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები, სასკოლო ცხოვრების საუკეთესო ეპიზოდები კი გააცოცხლეს. დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
მე-12 კლასელებმა სიმბოლურად პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების პირველი პირველი ნაბიჯები დაულოცეს და თავიანთ პირველ მასწავლებელთან ერთად წარმატებები უსურვეს. იყო ბევრი მილოცვა, ცრემლი და სევდანარევი სიხარული.
დირექტორმა და პედაგოგებმა კი მე-12 კლასელებს გზა დაულოცეს და ნათელი მომავალი უსურვეს.
„გზას, დაგილოცავთ ბავშვებო, გვჯერა საუკეთესო მამულიშვილები იქნებით, გვჯერა ასახელებთ სკოლას, აღმზრდელებს. თქვენი პატარა სოფლის სახელს დიდ ასპარეზზე სასიკეთოდ გაიტანთ“,- აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: