
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებაზე გაიმართა პატარების ხელით შექმნილი „დედაენის“ პრეზენტაცია, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში მათ მეგზურად იქცა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ. სასკოლო საზოგადოებამ პატარებს სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
პირველკლასელებმა კი საგნის პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლბა გადაუხადეს.
იხილეთ ვიდეო