„ქუთაისო, ქუთაისო, სავარდო და სამაისო“ - ქუთაისის N12 სკოლის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
24-06-2025

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურებოდა. 

აღსანიშნავია, მე-4 კლასის მოსწავლეთა წარმოდგენილი შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით  - „ქუთაისო, ქუთაისო, სავარდო და სამაისო“. 

შეხვედრა ხელოვნების სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ზღაპრული სანახაობით წარდგნენ და მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

საღამოს ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები - ეკა მაჩიტაძე, სოფო ჯოჯუა და რუსუდან აბაშიძე. ქორეოგრაფი კი - დავით გურასაშვილი

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203