ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა სპექტაკლი „თაგვები“ გაითამაშეს 
23-06-2025

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე. ამ მიზნით 2024-2025 სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-2 კლასის მოსწავლეთა გათამაშებული მინისპექტაკლი „თაგვები“. თეატრალური წარმოდგენა მე-2 კლასელებმა, დამრიგებლის -  ეკა მაჩიტაძის ხელმძღვანელობით, გამართეს, ქორეოგრაფი კი გახლდათ დავით გურასაშვილი

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, ზღაპრული სანახაობა წარმოადგინეს და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...