ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული პროექტი: „პერსონაჟების ხასიათის კვლევა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნას?!“ მიხედვით“
23-06-2025

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-5 კლასში შედგა ინტეგრირებული პროექტის პრეზენტაცია-სათაურით: „პერსონაჟების ხასიათის კვლევა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნას?!“ მიხედვით“.

პროექტი ჩატარდა ქართულის, მუსიკისა და ი.ს.ტ-ის საგნების პედაგოგთა ინიციატივითა და მონაწილეობით. 

მასწავლებლების: ვიკა ბახტაძის, რუსუდან აბაშიძისა და ლელა ხარშილაძის ორგანიზებით ჩატარებულ პროექტში მოსწავლეებმა საინტერესოდ წარადგინეს PP-ში ისტ-ის გაკვეთილებზე შექმნილი მრავალფეროვანი მასალა.

პრეზენტაციისას არგუმენტირებულად ისაუბრეს პერსონაჟების თვისებებზე, რომლებიც ტექსტზე მუშაობისას გამოკვეთეს. იმსჯელეს მოთხრობის მთავარ სათქმელზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს, ბავშვობისას, მშობლიურ გარემოში მიღებულ შთაბეჭდილებებს;

მუსიკის პედაგოგის ხელმძღვანელობით შეასრულეს ჯანსუღ კახიძისა და მოხევური იავნანა. მიმოიხილეს „იავნანა“, როგორც საწესო სიმღერა და პარალელი გაავლეს ხალხურ „იავნანასა“ და თანამედროვე კომპოზიტორების შექმნილ „იავნანას“ შორის.

მოსწავლეებმა, გაკვეთილის ბოლოს, გააკეთეს თვითშეფასება და ურთიერთშეფასება, შეავსეს „დიახ/არა ბარათები“.

გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა!

იხილეთ ვიდეო

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203