გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო
23-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები.

ექსპოზიციაზე გამოიფინა ნაქარგი და ნაქსოვი ნივთები, ასევე მოსწავლეთა მიერ შესრულებული მხატვრული ნამუშევრები. გამოფენამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია როგორც სკოლაში, ისე სტუმრებს შორის, რომლებიც მოსწავლეთა შემოქმედებითობასა და ნიჭს აღნიშნავდნენ.

ღონისძიების მიზანი იყო მოზარდების ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება და მათი ხელსაქმის უნარების წახალისება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203