ლიხეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასელს მე-5 კლასში გადასვლა სასკოლო საზოგადოებამ ღონისძიებით მიულოცა
23-06-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მრავალმხრივ განვითარებას ემსახურებოდა. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-4 კლასის მოსწავლისთვის მიძღვნილი ღონისძიება, რომლითაც სასკოლო საზოგადოებამ მას მე-5 კლასში გადასვლა მიულოცა. მოეწყო დიდი ზარ-ზეიმი, არაერთი ლამაზი ნომრითა და აქტივობით

„დღეს ჩვენი პატარა ოჯახიდან ერთი სხივი გაფრინდა - მეოთხე კლასის მოსწავლემ მეხუთე კლასისკენ გადადგა მტკიცე, მზიანი ნაბიჯი. მისი თვალები იმედით იყო სავსე, გული კი - სიხარულითა და ცოტა სევდითაც. თანატოლებმა და მასწავლებლებმა სითბოთი გააზავეს ეს ემოცია - უთხრეს ტკბილი სიტყვები, კეთილი სურვილები და გაალამაზეს და გააფარედეს ეს დღე“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„წარმატებებს გისურვებთ გზაზე, რომელიც ახლა იწყება. იყოს შენი ყოველი დღე სინათლით სავსე და ცოდნით გამორჩეული“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...