ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის ისტორიას გაეცნენ
20-06-2025

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

სკოლის საგრანტო პროექტების - „ქართველი შინდლერები”და “ჰოლოკოსტი- მნიშვნელოვანი გაკვეთილი კაცობრიობისთვის” ხელმძღვანელები - რუსუდან კარკაძე და ეკატერინე ნაროუშვილი, მოსწავლეებთან ერთად, TOli-ის მხარდაჭერით, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ თბილისში, დავით ბააზოვის სახელობის ებრაელთა ისტორიის მუზეუმსა და სინაგოგაში.

მუზეუმის დირექტორმა, გივი ღამბაშიძემ, მოსწავლეებს გააცნო ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის ისტორია. მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო ისტორიები გადარჩენის, მეგობრობისა და ადამიანის სიმამაცის შესახებ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს ვიზიტი არის არა მხოლოდ ცოდნის განმტკიცების, არამედ პატივისცემის, თანაგრძნობისა და ისტორიული მეხსიერების გაღრმავების გზაც.

სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის ბატონ გივი ღამბაშიძეს გულთბილი დახვედრისა და თანამშრომლობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...