ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე რეგისტრირებულებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო. გამოქვეყნდა საგამოცდო ცენტრებისა და მათთან მისასვლელი მარშრუტები.
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.
ეროვნულები 3 ივლისს იწყება საგამოცდო განრიგი ყველა გამოსაცდელისთვის