ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხური წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით შეაჯამეს.
გაიმართა ლამაზი ღონისძიება. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. ლამაზად მორთული გარემო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. სპეციალურად ღონისძიებისთვის შეიქმნა შთამბეჭდავი დეკორაცია.
ბავშვებმა ეს დღე დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამრიგებელი სიამაყით აღავსეს.
მე-6 კლასელებს საბაზო საფეხურზე გადასვლა მიულოცეს მე-3, მე-5 და მე-7 კლასების მოსწავლეებმა.
სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს ღონისძიებაში ჩართულობისთვის.
„ასევე მადლობა წამყვანებს დამირი წინწკალაძესა და ჯამბული დავლაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები: