„გიყვარდეს შენი სამშობლო“ - პატრიოტული პროექტი არხილოსკალოს საჯარო სკოლაში
20-06-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, პროექტებითა თუ აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურებოდა. 

სასწავლო წლის დასასრულს სკოლის II კლასის დამრიგებელმა, ელზა ქავთრაძემ, თავის სადამრიგებლო კლასში წარმატებით განახორციელა პატრიოტული პროექტი – „გიყვარდეს შენი სამშობლო“.

ქვეყნის სიყვარულითა და წარსულის პატივისცემით განმსჭვალული პროექტი შთამბეჭდავად წარმართა და მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. 

„რას გვაძლევს ყოველი ახალი წელი? – მეტ ცოდნას, გამოცდილებას, თანაგრძნობასა და სიყვარულს – ერთმანეთისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ. სამშობლოს სიყვარული პატარა კუთხით იწყება – იმით, სადაც დავიბადეთ, ფეხი ავდგით, პირველად ვიგრძენით დედამიწის სითბო და თვალწინ გაგვეხსნა ჩვენი სოფლის – არხილოსკალოს – მშვენიერება. ეს სიყვარული პასუხიმგებლობებსა და ვალდებულებებს გვაკისრებს – ვიყოთ ღირსეული შვილები ჩვენი ქვეყნისა, მზრუნველი და ერთგული მოქალაქეები საქართველოსი. გვიყვარს ჩვენი არხილოსკალო – თავისი ისტორიით, სილამაზითა და სითბოთი. გვიყვარს საქართველო – წარსულით, აწმყოთი და მომავლით. ჩვენი პატარები სწავლობენ, რომ სამშობლო არა მხოლოდ სიტყვაა, არამედ – გულით განცდილი გრძნობა, რომელმაც უნდა გაგვზარდოს ძლიერებად და ერთიანებად. პროექტის ფარგლებში ბავშვებმა კიდევ უფრო ღრმად შეიყვარეს თავიანთი სოფელი და ქვეყანა, რაც მათი მომავალი ზრდისა და ჩამოყალიბების მტკიცე საფუძველია“,- აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი და განსაკუთრებულ მადლობას უხდის მუსიკის მასწავლებელს- ნატო აფციაურს, რომელმაც აქტივობაში თავისი დიდი წვლილი შეიტანა და პატარები მელოდიებით გააბედნიერა, ასევე – მშობლებს, რომელთა მხარდაჭერისა და გვერდში დგომის გარეშე ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა ასეთი სითბოთი და სიყვარულით სავსე.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ავტორს, ბავშვებსა და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის, პატრიოტული სულის გაზრდისა და სამშობლოს სიყვარულის გაღვივებისთვის. 

„თქვენი ერთობლივი ძალისხმევა განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის მომავალს – განათლებულსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ თაობას! გიყვარდეთ სამშობლო! გიყვარდეთ თქვენი სოფელი, თქვენი ფესვები!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...