დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საფეხბურთო მუნიციპალურ ჩემპიონატში I ადგილი დაიკავეს
20-06-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ივნისში, დიდი ჭყონის ბერმუხას სტადიონზე ნუგზარ გაგუას და მარტვილის საფეხბურთო აკადემიის თაოსნობით, ჩატარდა მარტვილის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ფეხბურთში გია ქობალიას სახელობის თასის მოსაპოვებლად. ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზე და 2012-13-14 წლებში  დაბადებულ მოსწავლეთა შორის I ადგილი დაიკავეს დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

საფეხბურუთო გუნდში ირიცხებიან - 1. ანდრია ბეჭვაია, 2. ბესიკ ქვარცხავა, 3. საბა ნაჭყებია, 4. ნიკოლოზ გაგუა, 5. ოთარ ნაჭყებია, 6. დავით მალანია, 7. ნიკოლოზ კოკაია, 8. გაბრიელ ბეჭვაია, 9. ნუგზარ ბეჭვაია, 10. ანდრია ჯიჯელავა, 11. მამუკა კურდღელია, 12. გიორგი პერტაია.

მათი სპორტის მასწავლებლები კი არიან - ვლადიმერ ერქვანია და ბუთხუზ ნადარაია.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის პრიზით დაჯილდოვდა ბესიკ ქვარცხავა, ხოლო საუკეთესო მცველი საბა ნაჭყებია გახდა.

სკოლის დირექცია ულოცავს ამ წარმატებას მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს და გულშემატკივრებს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...