ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ინტერესებზე აისახება.
ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში, წიგნის მოყვარულმა მოსწავლეებმა პოეზიის საღამო გამართეს, სადაც ლიხეთისა და აბარის ბიბლიოთეკარებს - სოფო რეხვიაშვილსა და ვალიდა ჯაფარიძეს უმასპინძლეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მაყურებლის აღფრთოვანებაც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: