შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ, შესძინონ მათ ისეთი უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე..
წარმატებით დასრულდა 2024-2025 სასწავლო წელი ღვითორის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებმა კი კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ზრდასრული ცხოვრებისკენ.
და მაინც, როგორი შეიძლება იყოს სასწავლო წლის ბოლო კვირა და ბოლო გაკვეთილები? რა თქმა უნდა, სახალისო, გამორჩეული და დასამახსოვრებელი!
„შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ანა მიხელიძის ფასილიტაციითა და სკოლის დირექციის მხარდაჭერით ფინალური გაკვეთილები მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით დასრულდა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.
მოსწავლეები ჩაერთნენ ვიქტორინაში, ააწყვეს ფაზლები, გახდნენ განძის მაძიებლები, მონაწილეობა მიიღეს „პიცის“ აქტივობაში, მიწერეს წერილი უმცროსკლასელებს და უამბეს, რა გამოწვევები ელოდათ ახალი სასწავლო წლისათვის.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, დღის ბოლო ცეკვითა და მხიარული განწყობით დასრულდა, სასკოლო საზოგადოებამ საზაფხულო სურვილები ცაში გაუშვა და ერთმანეთს ბედნიერი არდადეგები უსურვეს.