ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება 
19-06-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელსაც კლასის ხელმძღვანელი, ხათუნა შულაია ხელმძღვანელობდა, ნაყოფიერი ოთხი წელი შეჯამდა.

დამრიგებელმა მოსწავლეებს ზღაპრული გამოშვება მოუწყო. მეოთხეკლასელები მაყურებლის წინაშე წარდგნენ მრავალფეროვანი პროგრამით. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. მასწავლებლებს მიუძღვნეს ლამაზი ლექსები.

ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა ჯგერენაიამ მოსწავლეებს მიულოცა მეოთხე კლასის წარმატებით დასრულება, უსურვა ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა და გადასცა სიგელები.

ღონისძიებას თან სდევდა საყვარელ დამრიგებელთან გამომშვიდობების სევდა, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა. 

დამრიგებელი მოსწავლეებს დიდი სიყვარულით გამოემშვოდობა და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...