ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა თუ აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურებოდა.
აღსანიშნავია, ზღაპრების კვირეული, რომელიც მეტად შემოქმედებითად წარიმართა. მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ზღაპრულ აქტივობებში და გახდნენ არა მხოლოდ ზღაპრების მკითხველები, არამედ მათი მონაწილეებიც.
ღონისძიების მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, მოტივაციის ამაღლება და ქართული თუ უცხოური ზღაპრების ღირებულებების გაცნობა.
კვირეული მოიცავდა კოსტიუმირებულ წარმოდგენებს, მხატვრულ-თეატრალურ დადგმებსა, რაც კიდევ უფრო ამდიდრებდა ბავშვების შემოქმედებით ჩართულობას.
მოსწავლეებმა არაერთი ზღაპარი გააცოცხლეს სცენაზე - ისინი გარდაისახნენ სხვადასხვა ზღაპრულ გმირებად.
კვირეული თბილ, მეგობრულ და შთამაგონებელ გარემოში წარიმართა და ბავშვებისთვის დაუვიწყარი ემოციებით სავსე აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: