ხრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელიწადი შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს
19-06-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. საინტერესო იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი, მოსწავლეებმა შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრები შეასრულეს, იცეკვეს და პირველი მასწავლებელი სიამაყით აღავსეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. მე-4 კლასელებმა დამრიგებელს შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. პირველმა მასწავლებელმა კი ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა, გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა-განათლება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...