ქუთაისის N45 საჯარო რესურსსკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ჟესტური ენის პედაგოგების ინიციატივით, მონაწილეობა მიიღეს eTwinning-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში.
ü პროექტში- „უხმო ენების უნივერსალური ძალა“ (The Universal Power of Silent Languages) მოსწავლეებმა შეისწავლეს თურქეთისა და მაკედონიის ჟესტური ენის საფუძვლები, გაეცნენ მათ თავისებურებებსა და უნიკალურ მახასიათებლებს; გაიღრმავეს კულტურული და ლინგვისტური ცნობიერება; დახვეწეს პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარები.
გარდა ამისა, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინკლუზიურობისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების წახალისებას.
ü პროექტის - „Web 2.0 Innovators: Digital Collaboration in Action’’ ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ Web 2.0 ინსტრუმენტებსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს. მიუხედავად სმენის შეზღუდვისა, მონაწილეებმა წარმატებით გამოიყენეს მრავალფეროვანი ციფრული პლატფორმები და კრეატიული რესურსები, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათი ციფრული კომპეტენციების განვითარებაში.
ü პროექტი: „ინკლუზიური და მრავალფეროვანი საზოგადოების მშენებლობა“ (United in Diversity: Building Inclusive Communities) ფოკუსირდებოდა ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა: თანასწორობა, განსხვავებულობის პატივისცემა, სოციალური პასუხისმგებლობა და აქტიური მოქალაქეობა. ბავშვები არა მხოლოდ სწავლობდნენ, არამედ ერთობლივად ქმნიდნენ სივრცეს, სადაც განსხვავებულობა ღირებულებად აღიქმება. პროექტის კულმინაცია გახდა ერთიანი ციფრული პროდუქტი — შემოქმედებითი ნამუშევარი, რომელიც ინკლუზიური საზოგადოების იდეას ატარებს.
პროექტების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული მოსწავლეების საჭიროებებს, მათთვის შეიქმნა ადაპტირებული საგანმანათლებლო გარემო, რაც ხელს უწყობდა მათ ჩართულობას საერთო აქტივობებში. ინოვაციური მეთოდების, ტექნოლოგიების, ინტერაქტიული და სახალისო აქტივობების გამოყენებამ გააღვივა მოსწავლეთა მოტივაცია და გაზარდა ინტერესი eTwinning-ის პროექტების მიმართ.
პროექტების დასრულების შემდეგ ყველა მოსწავლე სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.