„ვეცადე, მათი პატარა ოცნებები რეალობად მექცია“ - ქუთაისის N24 სკოლის პედაგოგ თათია ჯინჭარაძის დაუვიწყარი სიურპრიზი და ძვირფასი სახსოვარი მოსწავლეებს
19-06-2025

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის პედაგოგმა - თათია ჯინჭარაძემ სასწავლო წლის მიწურულს მოსწავლეებს დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო, მათ ოცნებებსა და მიზნებს ფრთები შეასხა და კომპიუტერული ტექნოლოგიების დახმარებით შექმნა ფოტოები სადაც უკვე გაზრდილი და საკუთარ პროფესიებში წარმატებული მოსწავლეები იცქირებიან. 

ვიდეორგოლში ვხედავთ როგორ გადასცემს მასწავლებელი მოსწავლეებს ფოტოებს, მოსწავლეთა აღფრთოვანებული სახეები შთამბეჭდავი სანახავია. 

„ძალიან ვეცადე მათი პატარა ოცნებები რეალობად მექცია, ახლა კი, როცა ეგონებათ რომ რაღაც არ გამოუვათ ამ ფოტოს დახედავენ და მიხვდებიან, რომ წინ დიდი გზა ელით“,- აღნიშნავს პედაგოგებს და მოსწავლეებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ მომავალს უსურვებს და მტკიცედ სჯერა, რომ იამაყებს მათი წარმატებით. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...