ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინო ფერაძემ გარემოსდაცვით კონკურსში გაიმარჯვა
20-06-2025

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწაველეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, აქტიურად არიან ჩართულნი ეკოაქტივობებში და მონაწილეობენ გარემოსდაცვით ღონისძიებებში. 

მათ შორის ეკოკლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტში -„ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“. პროექტის ფარგლებში გამართულ კონკურსში გაიმარჯვა მე-9 კლასის მოსწავლე ნინო ფერაძემ, რომელიც ეკოკლუბის ხელმძღვანელ ნინო გაბადაძესთან ერთად, 3, 4 ივნისს მიწვეული იყო დაჯილდოებაზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის შენობაში.

მოეწყო ლაგოდეხის ნაკრძალის საფეხმავლო ტურისტული ბილიკით დათვალიერება, რაც დასრულდა საზეიმო ბანკეტით. პროექტს ხელმძღვანელობდა იმერეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი ლაშა ერბელიძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203