ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლე მათე მიქაძე ლიტერატურულ კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
20-06-2025

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ახლახან, სკოლის VIII კლასის მოსწავლე მათე მიქაძეს, საქალაქო კონკურსში - „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ზეპირად“ მიღწეული წარმატებისთვის დიპლომი და წიგნი გადაეცა.

მოსწავლის მასწავლებელი მაკა სართანია გახლავთ, რომელიც ამაყობს მოსწავლის წარმატებით. 

კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.

სკოლაში მათე მიქაძეს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...