მუხურის თემის საჯარო სკოლაში, შაშში, სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა
19-06-2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებითა და ღონისძიებებით, რომლებიც ემსახურებოდა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. 

მათ შორის, სკოლის ბიბლიოთეკარის მადონა ლუკავას ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარდა სასკოლო ჩემპიონატი შაშში, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

შეჯიბრება რამდენიმე ეტაპად გაიმართა. ყოველ ჯერზე გასაოცარი იყო მოსწავლეთა ჟინი და სწრაფვა გამარჯვებისკენ.

დაძაბული თამაშების შემდეგ ადგილები ასე გადანაწილდა:

I ადგილი დაიკავა დათუნა შენგელიამ (IVკლ);

II  ადგილზე გავიდა შმაგი გაბედავა (VII კლ);

III ადგილი ერგო ბაჩანა გაბედავას (VI კლ).

ღონისძიებას მხარს უჭერდნენ და კურირებდნენ პედაგოგები: ირმა პაპავა და მანანა ცირდავა.

ტურნირი შეაჯამა სკოლის დირექტორმა - როდერ ცირდავამ. მან მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა საინტერესო ღონისძიების განხორციელებისთვის, მოსწავლეებს კი სამახსოვრო  სიგელები გადასცა და შემდგომო წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...