„დემოკრატია იწყება სკოლაში” - ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროექტი შეაჯამეს
19-06-2025

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში 2024-2025 წელს საგანმანათლებლო პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში” განხორციელდა. პროექტი მთელი წელი გაგრძელდა და მოიცავდა არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ აქტივობას.

პროექტი „დემოკრატია იწყება სკოლაში”, ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშროლობით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 30 სექტემბერს დაიწყო. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების გაზრდილი მონაწილეობით, რაც შესაძლებელი გახდება სკოლებში დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლებისა და პრაქტიკის გზით.

პროექტით განსაზღვრულ მიზნებს სკოლაში წარმატებით მიაღწიეს. 13 ივნისს კი ქუთაისის N12 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა აღნიშნული პროექტის შეჯამება, რომელიც პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მე-9 კლასის მოსწავლემ, მარიამ დიდბარიძემ.

პრეზენტაციას ესწრებოდა სასკოლო საზოგადოება და ფასილიტატორი რუსუდან ლომთაძე. შეხვედრის დასასრულს, სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა რუსუდან ლომთაძეს სასარგებლო რეკომენდაციებისთვის და პროექტში აქტიურად ჩართულობისათვის მადლობის სიგელები გადასცა სასკოლო საზოგადოებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...