ფიროსმანის საჯარო სკოლის პედაგოგმა, მარეხ ლუტიძემ მე-4 კლასელებს ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება მოუწყო
19-06-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს და წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს.

დამრიგებელმა მარეხ ლუტიძემ ზღაპრული გამოშვება მოუწყო თავის სადამრიგებლო კლასს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, ცოდნა შეაჯამეს, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. მე-4 კლასელებმა დამრიგებელს შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

პირველმა მასწავლებელმა კი ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა, გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა-განათლება.

„გილოცავთ მეოთხე კლასის წარმატებით დასრულებას! ძვირფასო მოსწავლეებო, დღეს განსაკუთრებული დღეა - თქვენ დაასრულეთ მეოთხე კლასის სწავლის გზა და დიდი ნაბიჯით მიუახლოვდით ახალ საფეხურს. მთელი წლის განმავლობაში ბევრი იშრომეთ, ისწავლეთ, მეგობრობასა და თანადგომას შეეჩვიეთ, გადალახეთ სირთულეები და მიაღწიეთ წარმატებას!

ახლა კი წინ გელით ზაფხულის მზიანი დღეები – დაისვენეთ, გაერთეთ, გაერთეთ მეგობრებთან და ენერგიით დაბრუნდით მომავალ სასწავლო წელს, ახალი მიზნებითა და ამბიციებით. გისურვებთ ნათელ მომავალს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და დიდ წარმატებებს! გახსოვდეთ – სწავლა გზა არის, რომელიც ყოველთვის წინ მიგიყვანთ!“- მიმართა მოსწავლეებს დამრიგებელმა და ბავშვებს ბედნიერი მომავალი უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...