ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ნიღბების თეატრში დაუვიწყარი წარმოდგენა გამართეს.
კლასის დამრიგებლის - ელისო ჩხიკვაძის, მოსწავლეებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევითა და ურთიერთთანამშრომლობით, მე-4 კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი, შთამბეჭდავი, აკადემიურად შემდგარი ზეიმი მოუწყვეს სასკოლო და დამსწრე საზოგადოებას.
მოსწავლეთა მზაობამ, პასუხისმგებლობამ, აკადემიურმა თუ ესთეტიკურმა შესაძლებლობებმა ნიღბების თეატრის სცენის მაყურებლებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
მათ მიერ გადმოცემულმა სასცენო შინაარსმა ხაზი გაუსვა დაწყებითი კლასების პედაგოგის ოთხწლიან თავდაუზოგავ შრომასა და ამ შრომის ნაყოფიერ დაგვირგვინებას, აღსაზრდელთა კომპეტენციებს- საზოგადოების წინაშე ღირსეულად და ძარღვიანად წარმოთქვან სიტყვა, სიტყვის პარალელურად დააფიქსირონ ადეკვატური ემოცია, გაითამაშონ სასცენო სპექტაკლი დიდაქტიკური ელემენტებით და ერთგვარ შეგონებაზე მიუთოთონ მაყურებელს, შეასრულონ ქართული ტრადიციული ელემენტებით გაჯერებული და ქართული სულის სრულად გამომხატველი არაერთი ცეკვა, სიმღერით გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები ღირებულებების მიმართ, რაც ასევე ამავე სკოლის მუსიკის მასწავლებლის - ელეონორა ფხაკაძის, ქალბატონი ია ტყაბლაძის, ქორეოგრაფების - ქეთევან და ლაშა ჭიქაბერიძეების, დამსახურებაა.
ზეიმის დასასრულს სკოლის ადმინისტრაციამ, დირექტორმა- ნათია სულავამ და სასწავლო ნაწილმა - მერი სართანიამ წარმატებები უსურვეს აღსაზრდელებს მომდევნო სასწავლო საფეხურზე, ხაზი გაუსვეს პედაგოგის, აღსაზრდელებისა და მშობლების ერთობლივი მუშაობის საამაყო შედეგს, განსაკუთრებული სიმპათია გამოხატეს მოსწავლეთა უნარებისა და მრავალმხრივი შესაძლებლობების მიმართ.
იხილეთ ფოტოები: