ქუთაისის N4 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ არაფორმალური განათლების პროექტში, წარმოაჩენენ ცოდნასა და შესაძლებლობებს, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა პროექტ - „ჩემი ოჯახის გენეალოგიური ხე“ დაჯილდოება, რომელშიც მონაწილეობდნენ ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები: მათე დვალი, მიხეილ სინაურიძე და ანდრია პავლიაშვილი.
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეების ჩართულობას გვარის ისტორიის სახალისო და შემოქმედებით კვლევაში, ასევე ოჯახური კავშირებისა და გუნდური მუშაობის გაძლიერებას. პროექტის ამოცანა გახლდათ: მოსწავლეებს შეესწავლათ თავიანთი გვარის წარმოშობის ისტორია, შეეგროვებინათ და წარმოედგინათ საინტერესო ფაქტები.
ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწიეს და დამსახურებული სიგელებითაც დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს მენტორობას უწევდნენ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - დარეჯან კვიმსაძე და დიანა კვაჩიძე და ასევე თავადაც იყვნენ ჩართულნი კვლევის პროცესში.
იხილეთ ფოტოები: