წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში მე-3 - მე-4 კლასების მოსწავლეებისთვის სახალისო, შემეცნებითი ხასიათის ვიქტორინა მოეწყო
19-06-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ასევე მათ ინტელექტუალურ განვითარებაზე. ამ მიზნით 2024-2025 სასწავლო წელს არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

აღსანიშნავია, „მე და საზოგადოების“ მასწავლებელის - ეკა ღვინიაშვილის ორგანიზებული ვიქტორინა, რომელშიც მე-3 - მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ვიქტორინა იყო სახალისო და შემეცნებითი ხასიათის, მოიცავდა მოსწავლეთა ინტერესებს და ითვალისწინებდა მათ შესაძლებლობებს, ამდენად, მოსწავლეებიც მონდომებით
ჩაერთნენ და თავი წარმოაჩინეს დადებითად.

ვიქტორინა მოიცავდა მრავალფეროვან კითხვებს და მისი მიზანი იყო არა მხოლოდ ცოდნის განმტკიცება, არამედ ბავშვებში ჯანსაღი კონკურენციის, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ თამაშში, აქტიურად პასუხობდნენ კითხვებს, ასრულებდნენ საინტერესო დავალებებს და გამოავლინეს დაკვირვებულობა, სწრაფი აზროვნება და ცოდნის ფართო სპექტრი.

ღონისძიებამ შექმნა მხიარული, მამოტივირებელი გარემო, რომელიც ხელს უწყობდა როგორც სასწავლო მიზნების მიღწევას, ისე მოსწავლეთა შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარების გამოვლენა-განვითარებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203