ნოქალაქევის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ტურით სამხრეთ საქართველოს სტუმრობდნენ
19-06-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის მიწურულს შთამბეჭდავი ექსკურსია მოეწყო. 

ნოქალაქევის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის ნაირა ბერულავას ხელმძღვანელობით, იმყოფებოდნენ სამხრეთ საქართველოში ტურით - ახალციხე, ვარძია, აბასთუმანი, ბორჯომი.

ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის მონახულება და მათი კულტურული მნიშვნელობის გაცნობა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს კლდეში ნაკვეთი საოცრება. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, წყლის სისტემა - სამკურნალო წყალი კლდეში დაგროვილი, ფრესკები, თამარ მეფის სურათები.

მოსწავლეები გაეცნენ რაბათის ციხე-სიმაგრის შესახებ ისტორიას. იხილეს ახალციხე-ასპინძის ტერიტორიაზე მტკვარ-ჰესის მშენებლობა. ექსკურსიის დასასრულს მოინახულეს ბორჯომის პარკი.

მერვეკლასელთა ექსკურსია ემოციით, სანახაობებით და ისტორიული მასალებით იყო დატვირთული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...