„ჭიათურა და ისტორიული ძეგლები“ - საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია და შთამბეჭდავი დღე ღვითორის საჯარო სკოლაში
18-06-2025

შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ღვითორის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაბების განათლების სადარაჯოზე. პედაგოგთა მიერ ბავშვებისთვის შეთავაზებული აქტივობები კი არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის მიღება-განმტკიცებას ემსახურება, არამედ მოსწავლეთა სულიერი განვითარებისკენაა მიმართული.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, წარიმართა პროექტი „ჭიათურა და ისტორიული ძეგლები“;

როგორც სკოლაში გვიამბობენ, ეს გახლდათ საგანმანათლებლო სახის პრეზენტაცია, რომლის მიზანი მოსწავლეებისთვის მშობლიური კუთხის ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი მნიშვნელობის გააზრება იყო.

პროექტს ფასილიტაციას უწევდა სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნუნუ ჭონქაძე.

პროექტში ჩართულნი იყვნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომლებიც გაერთიანდნენ ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა თავისი კლასის დამრიგებელი.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ:

• ქალაქ ჭიათურის დაარსების ისტორია

• მღვიმევის მონასტერი

• კაცხის სვეტი

• დარკვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

• ნავარძეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და თირის ციხე

გარდა ისტორიული ფაქტებისა, ბავშვებმა მოიძიეს ლეგენდები, რომელიც წარმოუდგინეს სასკოლო საზოგადოებას.

პროექტის დასასრულს ჯგუფები დაჯილდოვდნენ შემდეგი ნომინაციებით:

• ყველაზე ორიგინალური

• ყველაზე მრავალფეროვანი

• ყველაზე ინოვაციური

• ყველაზე ინფორმაციული

„ღონისძიება გამოირჩეოდა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობითა და შემოქმედებითი მიდგომებით. მსგავსი პროექტები დიდი მნიშვნელობის მატარებელია მოსწავლეთა თვითშემეცნებისა და ადგილობრივი კულტურის სიყვარულისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...