„დედამიწა ჩვენი სახლია“ - მუსიკის კონსულტანტ მასწავლებლის განხორციელებული შთამბეჭდავი პროექტი წინარეხის საჯარო სკოლაში
18-06-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი დასრულდა. სკოლაში წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს. მოსწავლეებმა, პედაგოგთა ძალისხმევით, მიიღეს როგორც ხარისხიანი საგნობრივი განათლება, ასევე განავითარეს კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და ცნობიერება აიმაღლეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. 

2024-2025 სასწავლო წელს მუსიკის კონსულტანტ მასწავლებლის - მარინა სიხუაშვილის მიერ განხორციელდა სოციალური პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“. პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებში გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, მუსიკის როლის განვითარება ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო აქტივობები: მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, ნახატები და ბროშურები მოწოდებით - „გავუფრთხილდეთ დედამიწას“; უფროსი კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები თემაზე - „დედამიწის ხმები მუსიკაში“.

Il - lV კლასის მოსწავლეებმა დაასუფთავეს ძველი სკოლის ეზო. სკოლაში მოეწყო ნახატების გამოფენა და ხელოვნების მასწავლებელმა, მაია თხინვალელმა საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს გადასცა სერტიფიკატები.

ბოლოს მუსიკის მასწავლებელმა, დაწყებითი კლასის ხელმძღვანელის, თინათინ თვაურის თანადგომით, მოაწყო ლამაზი ღონისძიება, სადაც შესრულდა სიმღერები - „დედამიწის ჰიმნი“, „რა დილა თენდება“ და სხვა.

პროექტის ხელმძღვანელი მარინა სიხუაშვილი მადლობას უხდის კოლეგებს - თინათინ თვაურს, მაია თხინვალელს, სერგო ლაცაბიძეს და სკოლის ექთანს, ციური გოდერძიშვილს დახმარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...