წალკის N2 საჯარო სკოლასა და ოპტიმიზაციის შედეგად შემოერთებულ სოფელ ტბეთის სკოლაში სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა გამართეს დასკვნითი ღონისძიება.
მე-4 კლასელებმა სასწავლო მიღწევები აღნიშნეს და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, შემოქმედებითობასთან ერთად, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამრიგებელი სიამაყით აღავსეს.
აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა. მოსწავლეებმა პედაგოგს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. დამრიგებელმა კი მოსწავლეებს გზა დაულოცა.
„ღონისძიება იყო მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო. ჩანდა მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თავდაუზოგავი შრომა, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ბედნიერ არდადეგებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: