გამოცდის გადაბარების პერიოდი შემცირდა - NAEC დეტალებზე
19-06-2025

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტ „სერტუსის“ (ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ტესტირება) ფარგლებში მორიგი ტესტირება 25 ივნისს ჩატარდება, რეგისტრაციის გავლა კი მსურველებს 23 ივნისის 17:00 საათის ჩათვლით შეეძლებათ. 

ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება. მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა. მნიშვნელოვანია, რომ გადაბარების 6 თვიანი მოცდის პერიოდი ერთ თვემდე შემცირდა. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...