ლასურიაშის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება 
18-06-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, სასწავლო მიღწევები კი შემოქმედებითი ღონისძიებით აღნიშნეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და შემოქმედებითი უნარები წარმატებით წარმოაჩინეს - ერთმანეთს ცვლიდა ლექსი, სიმღერა, ცეკვა, სკეჩი. ბავშვება ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს თოჯინური მინი სპექტაკლი -„ვემშვიდობებით რონის“. 

კლასის დამრიგებელმა, ნელი ფრუიძემ მოსწავლეებს გადასცა სამახსოვრო წიგნები და სიგელი კლასის წარმატებით დასრულებისათვის.

სკოლის დირექტორმა მიულოცა მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება და უსურვა ასეთივე შამართებით გაგრძელონ სწავლა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...