ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი 2024-2025 სასწავლო წელი დასრულდა. მიღწევები კი ღონისძიებით - „ჩემი საქართველო აქ არის“ შეჯამდა.
წლის შემაჯანემელ საზეიმო ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბავშვები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. მინი ინსცენირებებით გააცოცხლეს სკოლის ცხოვრება. ისაუბრეს სკოლის, მასწავლებლის და სამშობლოს როლზე. პატარებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს, რომლებმაც ასწავლეს სამშობლოს სიყვარული, მისთვის თავდადება, მისი ისტორია, წარსული, აწმყო და მომავლის განჭვრეტა.
„ჩვენს ქვეყანას ძლიერი, ნასწავლი და განათლებული თაობა სჭირდება. ჩვენს პატარებს სურთ სამშობლოსთვის და ერთმანეთისთვის სასარგებლო ადამიანები გამოვიდნენ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემართება.
იხილეთ ფოტოები: