გეოგრაფიული ყუთი​ და სახალისო-შემეცნებითი კითხვები - წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მე-7- მე-8 კლასების მოსწავლეებმა ცოდნა ვიქტორინით შეაჯამეს 
18-06-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

აღსანიშნავია, 2024-2025 სასწავლო წლის მიწურულს გეოგრაფიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით ჩატარებული ვიქტორინა, რომელშიც მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა ვიქტორინის მეშვეობით ცოდნა შეაჯამეს. ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

შეიქმნა გეოგრაფიული ყუთი, რომელშიც იყო ჩაყრილი გეოგრაფიული ობიექტების
სახელწოდებები. მოსწავლეები იღებდნენ ფურცლებს ყუთიდან, ასახელებდნენ
გეოგრაფიულ ობიექტებს და ათავსებდნენ რუკაზე შესაბამის ადგილას. პასუხობდნენ
დასმულ კითხვებს...

ვიქტორინა იყო სახალისო და შემეცნებითი ხასიათის და ემსახურებოდა მოსწავლეთა ცოდნის გამდიდრებასა და მათ მოტივირებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...